ახალი ამბები

“პანორამა თბილისის” საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ

27 თებერვალი, 2016 • 2222
“პანორამა თბილისის” საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციასთან მივიდნენ

“პანორამა თბილისის” საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები, რომლებიც 16 საათზე პუშკინის სკვერში შეიკრიბნენ, მთავრობის ადმინისტრაციის შენობამდე მსვლელობა მოაწყვეს.

აქციის მოთხოვნაა, რომ „პანორამა თბილისის“ დამტკიცებული პროექტი გასაჯაროვდეს და ცენტრალურ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის კომუნიკაცია დამყარდეს.

აქციის ორგანიზატორები 27 თებერვლის საპროტესტო აქციიდან ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს პრემიერმინისტრთან ღია შეხვედრასა და ორივე მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილების მიღებამდე „პანორამა თბილისთან“ დაკავშირებული სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას ითხოვენ.

პანორამა თბილისის საწინააღმდეგო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან. 27.02.2016 ფოტო: ანა გვარიშვილი

პროექტი “პანორამა თბილისი” გულისხმობს თბილისის სამ ადგილას, თავისუფლების მოედანზე, სოლოლაკის ქედსა და ერეკელე მეორის მოედანზე კომპლექსის მშენებლობას, რომელშიც სასტუმრო და საქმიანი ფართები განთავსდება.

თავდაპირველი პროექტის მიხედვით, “პანორამა თბილისი” მიზნად ისახავდა თავისუფლების მოედანზე, ცეკავშირის შენობის ადგილას, ერეკლე მეორის მოედანზე და ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრის გვერდით სოლოლაკის ფერდობზე სასტუმროების აშენებას, რომლებიც ერთმანეთს საბაგირეობისა და დახრილი ლიფტების საშუალებით დაუკავშირდებიან. შემდეგ ინვესტორმა კომპანიამ განაცხადა, რომ საბაგიროების საშუალებით ერთმანეთს მხოლოდ თავისუფლების მოედანსა და სოლოლაკში მდებარე სასტუმროები დაუკავშირდებიან.

ოფიციალური ინფორმაციით, პროექტის ჯამური ინვესტიცია 1 მილიარდი ლარია. თანაინვესტირების ფონდის განცხადებით, პროექტი “პანორამა თბილისი”, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი ბიძინა ივანიშვილია, მიზნად ისახავს თბილისში სასტუმროების ქსელის აშენების შემდეგ საერთაშორისო კონფერენციების მოწყობისთვის ხელის შეწყობასა და ტურისტების მოზიდვას.

მასალების გადაბეჭდვის წესი