ახალი ამბები

27 თებერვალს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სამხედრო ძალების სტრუქტურას განიხილავენ

27 თებერვალი, 2016 • 1157
27 თებერვალს უშიშროების საბჭოს სხდომაზე სამხედრო ძალების სტრუქტურას განიხილავენ

დღეს, 27 თებერვალს, 16:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება.

სხდომა საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით იმართება. საბჭოს ცნობით, სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია საქართველოს სამხედრო ძალების სტრუქტურის განხილვა.

მომხსენებლები არიან საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე.

ეროვნული საბჭო აცხადებს, რომ საბჭო კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში განიხილავს სამხედრო ძალების სტრუქტურას და დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს.

საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, სამხედრო ძალების სტრუქტურას ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები.

მასალების გადაბეჭდვის წესი