ახალი ამბები

მთავრობის დაპირებით, ბახმაროს განვითარებაზე მუშაობას სამთავრობო კომისია დაიწყებს

25 თებერვალი, 2016 • 1359
მთავრობის დაპირებით, ბახმაროს განვითარებაზე მუშაობას სამთავრობო კომისია დაიწყებს

საქართველოს მთავრობის ცნობით, იქმნება ბახმაროს საკურორტო ზონის განვითარების ხელშემწყობი სამთავრობო კომისია, რომელიც კურორტის კეთილმოწყობისთვის იმუშავებს.

მთავრობა აცხადებს, რომ ბახმაროს საკურორტო ზონის განვითარების გეგმა-კონცეფცია შემუშავდება.

მთავრობის დაპირებით, დადგინდება ბახმაროს საკურორტო ზონისკენ მისასვლელი საავტომობილო გზების მდგომარეობა, ასევე, განსაზღვრავენ მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და მშენებლობის საჭიროებებს.

პროექტის მიხედვით, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურები შეიქმნება, ხოლო გზებზე მეწყრული პროცესებისა და მათი გამომწვევი მიზეზების, ზვავსაშიშროებისა და ქარის ნაკადებს გამოიკვლევენ.

მთავრობა გეგმავს, განახორციელოს ბახმაროს საკურორტო ზონის ელექტროენერგიითა და ბუნებრივი აირით მომარაგების პროექტები. შეიქმნება საკურორტო ზონაში მდებარე უძრავი ქონების კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემა.

მასალების გადაბეჭდვის წესი