ახალი ამბებიტექნოლოგიები

Facebook-ში განახლებული like ღილაკი გამოჩნდა

24 თებერვალი, 2016 • 1774
Facebook-ში განახლებული like ღილაკი გამოჩნდა

სოციალურ ქსელ Facebook-ში like-ის ანუ “მოწონების” ღილაკის ალტერნატიული ვერსიები გამოჩნდა. დამატებით ხუთი ემოცია – სიყვარული, სიცილი, გაოცება, მოწყენა და გაბრაზება – მომხმარებელს დაეხმარება საკუთარი აზრი მხოლოდ ღილაკის დახმარებით უფრო ადვილად დააფიქსიროს.

ახალი ფუნქციის გამოყენების საშუალება დღის განმავლობაში, ეტაპობრივად, ყველას მიეცემა.

Facebook-ის შემქმნელები დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ Dislike ღილაკის კონცეფციაზე, რომელიც საბოლოოდ სხვადასხვა ემოციების სახით ჩამოყალიბდა. კომპანიაში შიშობნენ, რომ Dislike ინტერნეტ ბულინკის იარაღი შეიძლება გამხდარიყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი