ახალი ამბები

თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაწყო

19 თებერვალი, 2016 • 1374
თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა დაწყო

თბილისის საკრებულოში საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი შეხვედრა იმართება.
შეხვედრა, რომელიც 9 საათზე დაწყო, მიხეილ ჯანელიძეს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინიტრ ელმარ მამედიაროვსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს შორის იმართება.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ეს არის რიგით მეხუთე სამმხრივი შევედრა, ხოლო თბილისი მესამედ მასპინძლობს მას.
“ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ საქართველო მასპინძლობს მესამედ ამ ფორმატს და, შესაბამისად,აქტუალურ თემებს, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს ხელი მოეწერება შემაჯამებელ ოქმს, სადაც ეს საკითხები იქნება კიდევ ერთხელ დაფიქსირებული”, – განაცხადა გიგი გიგიაძემ.
გიგიაძის თქმით, აქტუალური საკითხები არის სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატში მნიშვნელოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური პროექტები, რომლებიც ხორციელდება. ასევე, ახალი ინიციატივები.
გიგიაძემ განაცხადა, რომ საქართველო ცდილობს, რომ არსებული ახლო ურთიერთობები სამ ქვეყანას შორის კიდევ უფრო გააღრმაონ.
შეხვედრის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრები მოინახულებენ ბაქო-თბილისის-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის კარწახის მონაკვეთს, რომლის მშენებლობა უკვე დასრულებულია.
საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა 2012 წლის 8ივნისს გაიმართა, სადაც მათ ხელი მოაწერეს ტრაპიზონის დეკლარაციას. ხელშეკრულება ფოკუსირებულია სამ ქვეყანას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, ტრანსპორტის, საბანკო, გარემოს დაცვის, ჰუმანიტარულ სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი