ახალი ამბები

ჩვენი ურთიერთობა დიდ მეგობრობაში გადაიზრდება – ალიევი კობახიძეზე

16 მარტი, 2024 • 949
ჩვენი ურთიერთობა დიდ მეგობრობაში გადაიზრდება – ალიევი კობახიძეზე

ბაქოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის ლიდერებმა ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

როგორც ილჰამ ალიელვმა განაცხადა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტი ძალიან დიდი  მნიშვნელობისაა.

ალიევის თქმით, ვინაიდან ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხს გააჩნია მეგობრული ურთიერთობა, კობახიძესთან მისი ურთიიერთობაც დიდ მეგობრობაში გადაიზრდება.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტი არის ძალიან დიდი მნიშვნელობის, მეზობელი, მეგობარი ქვეყნის მთავრობის მეთაურის ვიზიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ შესავლის შემდეგ ჩვენი ურთიერთობა დიდ მეგობრობაში გადაიზრდება, ვინაიდან ხალხს გააჩნია მეგობრული ურთიერთობა, დელეგაციებს ერთად უმუშავიათ ბევრი წლის განმავლობაში და უკვე მეგობრებად იქცნენ. მხარდამხარ ჩვენ, ორი მეგობრული და მოძმე ქვეყანა ერთად ვივლით წინ და ყველა საკითხს ერთად გადავჭრით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ბატონო პრემიერო აზერბაიჯანში,“- განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანი ყოველთვის იქნება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების დაცულობის მხარდამჭერნი.

„არგუმენტირებული რეფორმები, სტაბილურობა, რაც ქვეყანაში არსებობს, ვგულისხმობ საქართველოს, ეს არის დიდი აქტივი, განსაკუთრებით არსებული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით და მინდა, მივულოცო ჩვენს ქართველ ძმებს ყველა ეს წარმატებული მიღწევა. ჩვენი ვაჭრობის, სავაჭრო ბრუნვის, 9 00 მლნ დოლარის მოცულობის მაჩვენებელიც ამის დასტურია, რომელიც 15 %-ით გაიზარდა. ეს რეფორმები არის კარგად გათვლილი, კარგად დასაბუთებული იმისათვის, რომ საინვესტიციო გარემო გაუმჯობესდეს და კლიმატი ჩვენი ინვესტორებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდეს. 4 მლრდ დოლარის ინვესტიცია არ არის ცოტა. ერთ-ერთი პირველი მიზანი და მიზეზი ამისა არის შესანიშნავი საინვესტიციო კლიმატი, რაც საქართველოში არსებობს.

გარდა ამისა, კიდევ ერთხელ დავუდასტურეთ ერთმანეთს მხარდაჭერა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით და მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო საჯაროდ – ყოველთვის და მუდამ ვიქნებით საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების დაცულობის მხარდამჭერნი. წლების განმავლობაში უმნიშვნელოვანესი განცხადებები გავაკეთეთ, საერთაშორისო ორგანიზაციებშიც მხარი გვაქვს ერთმანეთისთვის დაჭერილი და ამას გავაგრძელებთ. არც ერთი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორია არ შეიძლება იქნას შეცვლილი, საერთაშორისო სამართლის ნორმები უნდა იყოს ყველასთვის ერთი და დისკრიმინაცია არ უნდა ხორციელდებოდეს“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

როგორც ალიევმა განაცხადა, დღეს აზერბაიჯანი და საქართველო არა მარტო უზრუნველყოფენ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას, არამედ რეგიონისა და ზოგადად ევრო-აზიური კონტინენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნები ხდებიან.

„ჩვენ ვახორციელებთ ერთობლივ პროექტებს ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში. ეს ყველაფერი ძალიან კრიტიკული მნიშვნელობის არის ბევრი ქვეყნისთვის. ყოველივე ამის შემდეგ დამატებით ნაბიჯებსაც გადავდგამთ ამ მიმართულებით, განსაკუთრებით ტრანსპორტირების სფეროში ახალი ინფრასტრუქტურული ინიციატივები იქნება გარდაუვალი ბევრი ქვეყნის დაკავშირებადობის უნარისთვის, განსაკუთრებით ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის საშუალებით და მისი გავრცობის საშუალებით. ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა. ჩვენ გავზარდეთ მისი წარმადობა 1-დან 5 მლრდ ტონამდე. ეს პროექტი ორ თვეში დასრულდება. როგორც ვახსენე, ამ რკინიგზის ოპერირება იქნება ბევრი ქვეყნისთვის მიმზიდველი და საინტერესო.

ამ თვიდან დაწყებული ჩვენ შეხვედრები გვექნება სამხრეთის ბუნებრივი აირის საკონსულტაციო ჯგუფებთან და საქართველოს მაღალი დონის დელეგაციები იქნებიან ჩართული ამ პროცესში. ყველა მონაწილე ხედავს, რომ აზერბაიჯანი, საქართველო და თურქეთი არიან ამ პროექტების ინიციატორები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობენ აზერბაიჯანის ბუნებრივი აირის მიწოდებაზე საქართველოს გავლით. ზოგადად, ძალიან ბევრი ქვეყანა, რომლებიც ყიდულობს ბუნებრივ აირს აზერბაიჯანიდან, ეს არის 8 ქვეყანა, მაგრამ ეს არ არის ჩვენი ლიმიტი. ეს რიცხვი ქვეყნებისა გაიზრდება და აზერბაიჯანის ენერგო რესურსების მომხმარებელ ქვეყანათა რაოდენობა გაიზრდება. ჩვენ კარგად ვიცით საერთაშორისო ენერგეტიკული ბაზრის სპეციფიკური ნიუანსები და ვაცნობიერებთ იმას, რომ მოთხოვნა დიდია აზერბაიჯანულ ბუნებრივ აირზე და კიდევ უფრო გაიზრდება ევროპის კონტინენტზე.

გვაქვს რესურსები, ფინანსური რესურსიც, ინვესტიციების საშუალებაც, გვყავს სანდო მეგობრები საქართველოს სახით, სატრანზიტო შესაძლებლობები გაგვაჩნია ძალიან ფართო და ამიტომ ჩვენი შესაძლებლობა იმის საშუალებას მისცემს ბევრ ქვეყანას, რომ მომდევნო წლებში სანდო ენერგეტიკული რესურსი მიიღონ საქართველოსა და აზერბაიჯანის ერთობლივი ძალისხმევით“, – განაცხადა ალივმა.

ილჰამ ალიევის თქმით,მუშაობა მიდის ახალ პროექტებზეც მუშაობება, რომელთაგან ერთ-ერთი მწვანე ენერგეტიკის პროექტია.

„აქაც საქართველო და აზერბაიჯანი სხვა ქვეყნებთან ერთად ჩართულნი არიან ძალიან მასშტაბურ პროექტებში. მიმაჩნია, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-თბილისი ერზრუმის სამხრეთული ბუნებრივი აირის და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზები, ეს არის იმ წარმატებული პროექტების მაგალითები და მომავალშიც ასეთი სცენარით განვითარდება ენერგეტიკული პროექტები. ეს იქნება მაგალითი ბევრი სხვა ქვეყნისთვის, ეს იქნება ჩვენი წარმატებული პროექტების მაგალითი მომავალშიც და ერთად ჩვენ უშველებელი მომავალი გვაქვს, აზერბაიჯანს და საქართველოს ძალიან მდიდარი განახლებადი ენერგორესურსები გააჩნია. ამ ეტაპზე ტარდება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები და წლის ბოლოსთვის დავასრულებთ ამ პროცესს. ამის შემდეგ დავიწყებთ პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმას“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი