ნეტგაზეთი | კორძაია თოფაძის განცხადებებზე: ეს არის კამპანია ევროატლანტიკური ღირებულებების წინააღმდეგ კორძაია თოფაძის განცხადებებზე: ეს არის კამპანია ევროატლანტიკური ღირებულებების წინააღმდეგ – Netgazeti
RU | GE  

კორძაია თოფაძის განცხადებებზე: ეს არის კამპანია ევროატლანტიკური ღირებულებების წინააღმდეგ

საქართველოს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნება– რესპუბლიკელების” წევრი თამარ კორძაია ეხმაურება გოგი თოფაძის განცხადებებს თინა ხიდაშელის და რესპუბლიკური პარტიის წევრების, ლევან და დავით ბერძენიშვილების წინააღმდეგ.

კორძაია წერს,  რომ თოფაძის განცხადებები არის ორკესტრირებული კამპანია, რომელიც  უპირისპირდება ევროპულ და ევროატლანტიკურ ღირებულებებს.

დღევანდელ ეთერში ბატონი თოფაძის მიერ თავდასხმის ობიექტების გაზრდა და თავადაცვის მინისტრთან ერთად სრულიად ამორალური და არ…

Posted by Tamuna Kordzaia on Thursday, February 18, 2016

ტელეკომპანია იბერიას ეთერით კი კორძაიამ განაცხადა, რომ გოგი თოფაძე ამ განცხადებებით კოალიციასა და გიორგი კვირიკაშვილს დაუპირისპირდა.

“თინა ხიდაშელი არის საქართველოს მთავრობის წევრი, რომელსაც ნდობა გამოუცხადა საქართველოს პარლამენტმა, რომლის ხელმძღვანელიც არის გიორგი კვირიკაშვილი. პრემიერმა მიიჩნია, რომ თინა ხიდაშელი არის ამ მთავრობაში ის ადამიანი, რომელმაც ამ მთავრობაში უნდა უზრუნველყოს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. პერსონალურად იმ მინისტრზე თავდასხმა, რომელიც არის წამატებული ამ სფეროში, არის თავდასხმა სახელმწიფოებრივ ინტერესებზე,” – აცხადებს თამარ კორძაია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი