ახალი ამბები

ბაჩანა ბრეგვაძის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 18 თებერვალს თბილისში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება

18 თებერვალი, 2016 • 1721
ბაჩანა ბრეგვაძის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 18 თებერვალს თბილისში რამდენიმე ქუჩა გადაიკეტება

შსს-ს ცნობით, ბაჩანა ბრეგვაძის დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებით, 2016 წლის 18 თებერვალს თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

შსს-ს ცნობით, 10:30 საათზე ბაჩანა ბრეგვაძის ცხედარს საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან სიონის ეკლესიაში გადაასვენებენ, ამიტომ აბაშიძის ქუჩასა და ყველა მიმდებარე ქუჩაზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

სიონის საკათედრო ტაძრიდან გამოსვენების ცერემონია 14:00 საათზე დაიწყება, რის გამოც მთაწმინდის პანთეონის მიმართულებით ავტომანქანების გადაადგილება გარკვეული დროის განმავლობაში შეიზღუდება, აცხადებს პოლიცია.

ფილოსოფოსი, მთარგმნელი და მწერალი ბაჩანა გრეგვაძე 80 წლის ასაკში 2016 წლის 14 თებერვლას გარდაიცვალა. მთავრობის გადაწყვეტულებით, ბაჩანა ბრეგვაძეს მთაწმინდის პანთეონში დაკრძალავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი