ახალი ამბები

თეატრში ათონელზე ხანძარი გაჩნდა

16 თებერვალი, 2016 • 1314
თეატრში ათონელზე ხანძარი გაჩნდა

დღეს, 16 თებერვალს, დაახლოებით 1 საათზე, თეატრში ათონელზე ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, შენობის მეორე სართული დაიწვა.

სააგენტოს ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო 15 სახანძრო მანქანა. სააგენტო აცხადებს, რომ შენობაში ხანძრის გაჩენას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

თვითმხილველის თქმით, რომელმაც სახანძრო გამოიძახა, ცეცხლი თეატრის შენობაში, 00:30 საათზე შეამჩნია.

ხანძარი 2 საათზე ჩააქრეს. საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ცნობით, დამწვარია შენობის მეორე სართული და სასხვენო გადახურვა, 150-200 კვ. მეტრის ფართობის ტერიტორია.

ნიკოლოზ ლუტიძის ფოტო

ნიკოლოზ ლუტიძის ფოტო

მასალების გადაბეჭდვის წესი