ახალი ამბები

ჯაჭვლიანმა “რელიგიურ გრძნობებზე” კანონპროექტი უკან გაითხოვა

15 თებერვალი, 2016 • 1400
ჯაჭვლიანმა “რელიგიურ გრძნობებზე” კანონპროექტი უკან გაითხოვა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოსო ჯაჭვლიანმა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის” შესახებ კანონპროექტი უკან გაითხოვა. ამის შესახებ დავით უსუფაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა:

“იოსებ ჯაჭვლიანის განცხადება არის დარეგისტრირებული, რომელიც “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებების შეტანის შახებ კანონპროექტის გათხოვას ითხოვს.  ეს არის კანონპროექტი, რომელშიც საუბარი იყო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაწესებაზე.  ეს კანონპროექტი საკომიტეტო განხილვების სტადიაშია, ამიტომ დეპუტატს ჰქონდა გამოწვევის უფლება. ჩვენ მივიღეთ ცნობა, შესაბამისად პარლამენტი წყვეტს ამ საკითხზე მსჯელობას.”

კანონპროექტის ინიცირებული ვარიანტის მიხედვით,  “რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის და მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვა, ან/და ისეთი მასალის გამოქვეყნება ან ჩვენება, რაც მიზნად ისახავს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფას, გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით. იმავე ქმედების გამეორება გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით. ხოლო რელიგიური შენობის და სხვა რელიგიური სიწმინდეების წაბილწვა, მასზე ნებისმიერი წარწერის გაკეთება ან დაზიანება 500-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, გამეორების შემთხვევაში ჯარიმა 1000 ლარია.”

მასალების გადაბეჭდვის წესი