ახალი ამბები

ივანიშვილი ციხისძირში ჩავიდა [ვიდეო]

13 თებერვალი, 2016 • 1445
ივანიშვილი ციხისძირში ჩავიდა [ვიდეო]

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი ციხისძირში იმყოფება.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ორგანიზაციის წევრის, გელა დეკანაძის თქმით, მათმა პროტესტმა შედეგი გამოიღო:

„ჩვენმა პროსტესტმა შედეგი გამოიღო ამ ეტაპზე, ივანიშვილმა შეაჩერებინა მშენებლებს სამუშაოები, მანამ, სანამ ყველა დოკუმენტაციას არ წარადგენენ, ამ ეტაპზე რასაც ვითხოვდით ჩვენ“ – აღნიშნა გელა დეკანაძემ. მისი თქმით ამ წუთებში ციხისძირში იმყოფებიან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები, პოლიციის ხელმძღვანელობა და ქობულეთის საკრებულოს თავმჯდომარე და გამგებელი.

გასული წლის 31 დეკემბრით დათარიღებულ N431 ბრძანებით, რომელსაც აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი, არჩილ ხაბაძე აწერს ხელს, შპს „ზიმო“-ს 6200 ლარად საკუთრებაში გადაეცა ერთი ერთეული ტიტას ხე (l.irliodendrontulipifera) და ორი ერთეული ჭაობის კიპარისის ხე.

„აღნიშნული ხემცენარეები კომპანიას გადაეცა ოზურგეთის ტერიტორიაზე მიმდინარე მასშტაბური პროექტის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, რომელიც ქვეყნისათვის და უშუალოდ ამ რეგიონისათვის განვითარების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს“, – წერია ინფორმაციაში, რომელიც აჭარის მთავრობამ მიმდინარე წლის იანვარში გაავრცელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი