გრიგოლეთი-ფოთის გზაგასაყარზე, მალთაყვის სანაპირო ზოლში, გიგანტური ხე დგას. საბოლოოდ მას დენდროლოგიურ პარკში წაიღებენ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი აშენებს.
მალთაყვის სანაპირო ზოლის აღნიშნული ადგილიდან ცენტრალურ მაგისტრალამდე ბეტონის დიდი ფილებით გზაა გაყვანილი, სადაც სპეციალური ტექნიკით გიგანტურ ხეს მიაგორებენ, ხოლო შემდეგ შეკვეთილში გადაიტანენ.
ფოტოსურათებზე ჩანს, რომ გიგანტური ხე სპეციალურ კონსტრუქციაზე დგას და გამზადებულია დენდროლოგიურ პარკში წასაღებად, თუმცა ახლომახლო არავინ მეთვალყურეობს.
ქართუ ფონდის განცხადებით, შეკვეთილის დენდროლოგიური პარკი ღია იქნება საზოგადოებრივი სარგებლობისთვის.