ახალი ამბებიხელოვნება

სალომე ჯაშის “მოთვინიერებას” თბილისში უჩვენებენ

27 აპრილი, 2022 • 2339
სალომე ჯაშის “მოთვინიერებას” თბილისში უჩვენებენ

ხუთშაბათს და პარასკევს, 20 საათზე, გაიმართება სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის (“მოთვინიერება”) ჩვენება. ფილმი ეხება ბიძინა ივანიშვილის გატაცებას გიგანტური ხეებით.

“საქართველოს უმდიდრეს და ყველაზე ძლევამოსილ ადამიანს უჩვეული გატაცება აქვს: უზარამაზარ, საუკუნოვან ხეებს აგროვებს.  მისი დავალებით ხეებს ზღვისპირეთიდან თხრიან და ხელოვნურად გაშენებულ დენდროლოგიურ პარკში გადააქვთ. ულამაზესი ხეების მოგზაურობის მომაჯადოვებელი სურათის ფონზე იკვეთება ადამიანის მიერ ბუნების მოთვინიერების თემა და სხვა უნივერსალური საკითხები. ფილმი ევროპის კინოაკადემიის ჯილდოს ნომინანტია. მისი პრემიერა გასულ წელს სანდენსისა და ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალებზე შედგა”, – ნათქვამია ფილმის აღწერაში

ფილმი არაერთ ქვეყანაში უკვე უჩვენეს, თუმცა თბილისში მაყურებელს კინოთეატრებში მისი ნახვის შესაძლებლობა არ აქვს.  “მოთვინიერება” პირველად  თბილისის კინოფესტივალზე აჩვენეს, ამჯერად კი მისი ნახვის შესაძლებლობა მაყურებელს კინოს სახლში აქვს.  მანამდე ფილმი რეგიონებში უჩვენეს ფონდი ღია საზოგადოების მხარდაჭერით.

ფილმის ჩვენების ორგანიზატორები აცხდებენ, რომ კინოს სახლში “მოთვინიერების”   ბილეთის საფასური თქვენს ჯიბეზეა დამოკიდებული და 10 ლარიდან იწყება.

“შემოსული თანხა გადაირიცხება ფონდში DOCU/HELP იმ კინემატოგრაფებისთვის, რომლებიც უკრაინაში რუსეთის აგრესიას დოკუმენტურად ასახავენ. სტუდენტებს და სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ ნაკლები გადაიხადონ. ბილეთის საფასურის გადახდა შეგიძლიათ სეანსის დაწყების წინ კინოს სახლში, სადაც დაგხვდებათ სპეციალური საქველმოქმედო ყუთი. ბილეთის საფასური ასევე შეგიძლიათ გადმორიცხოთ ფილმის ანგარიშზე GE92TB7253736030100004. დანიშნულებაში მიუთითეთ “ბილეთის საფასური. მოთვინიერება”. ადგილების წინასწარ დაჯავშნა შეუძლებელია, ხოლო ადგილები შეზღუდულია. ასე რომ, გირჩევთ, ფილმის დაწყებამდე ოდნავ ადრე მობრძანდეთ”, – აცხადებენ ორგანიზატორები.

ჩვენებების განრიგი

  • 28 აპრილი 20:00 – Q&A რეჟისორთან ინგლისურ ენაზე ჟურნალისტთან პოლ რიმპლთან ერთად
  • 29 აპრილი 20:00 – Q&A რეჟისორთან. მოდერატორი პოეტი რატი ამაღლობელი
  • 5 მაისი 20:00 – Q&A რეჟისორთან და ფილმის მკვლევართან თამარა მშვენიერაძესთან
  • 6 მაისი 20:00 – Q&A რეჟისორთან. მოდერატორი ჟურნალისტი, რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს ხელმძღვანელი ნინო ჯაფიაშვილი
  • 2 მაისი 20:00 13 მაისი 20:00 – Q&A რეჟისორთან. მოდერატორი ანთროპოლოგი თამთა ხალვაში რეჟისორთან

მასალების გადაბეჭდვის წესი