ახალი ამბები

“მაესტროს” პარტნიორთა 4 თებერვლის კრების ოქმი [დოკუმენტი]

10 თებერვალი, 2016 • 2560
“მაესტროს” პარტნიორთა 4 თებერვლის კრების ოქმი [დოკუმენტი]

“საზოგადოება ეთერში ნახავს, რომ მიკერძოება არ იქნება. დიდი ხანია ვიცნობ და ჩემი მეგობრები არიან გიორგი კვირიკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი, თუმცა ბიძინასთან 18 წელია არ მქონია კონტაქტი. რა კავშირშია ეს ყველაფერი მაესტროსთან. ჩემი სახელი სწორედ ჩემი დამოუკიდებლობაა და ეს, მგონი, იცით”, – ეს განცხაება “მაესტროს” 4 თებერვლის პარტნიორთა კრებაზე გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) გააკეთა. მან ამ სიტყვებით ბაია გადაბაძეს, ასევე, მაკა ასათიანისა და მამუკა ღლონტის წარმომადგენლებს მიმართა.

პარტიორთა კრების სხდომის ოქმის მიხედვით, გაჩეჩილაძეები და გადაბაძე მაესტროსთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზეც საუბრობენ, მათ შორის ნინო ჟიჟილაშვილის ტელევიზიაში შესაძლო დაბრუნებაზე:

ბაია გადაბაძე: ნინო ჟიჟილაშვილს დაპირდი დაბრუნებას, რატომ?

გიორგი გაჩეჩილაძე: რატომაც არ უნდა შევთავაზო, თუ სწორად წაიყვანს გადაცემას?

სხდომის ოქმს, რომელიც საჯარო რეესტრის ვებგვერდზეა ატვირთული, შეგიძლიათ გაეცნოთ ქვემოთ მოყვანილ ბმულზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი