ახალი ამბები

სტუდია ”მონიტორმა” ტელეკომპანიების წინააღმდეგ კიდევ ერთ საჩივარი შეიტანა

7 მარტი, 2011 • • 1333
სტუდია ”მონიტორმა” ტელეკომპანიების წინააღმდეგ კიდევ ერთ საჩივარი შეიტანა

სტუდია ”მონიტორი” ტელეკომპანიებს, – ”რუსთავი2” -სა და ”იმედს”- გადაცემებში  დასაშვების სარეკლამო დროის ლიმიტის დარღვევისთვის უკვე მეორედ უჩივლა.

საჩივარი ”მონიტორმა” ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (საია) დახმარებით მოამზადა და დღეს კომუნაკიების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში შეიტანა.

საჩივრის მიხედვით, დასახელებული ტელეკომპანიები ”მაუწყებლობის შესახებ კანონით” გადაცემებში რეკლამის გასაშვების დადგენილ ლიმიტებს არღვევენ.

სტუდია ”მონიტორი” ტელეკომპანიებს ამჯერად სამი პუნქტით ედავება. საჩივრის მიხედვით, ტელეკომპანიები საინფორმაციო გამოშვებების სარეკლამო ჭრაში კანონით დასაშვებ 2- წუთიან ლიმიტს აჭარბებენ; ასევე კანონით დასაშვებ 45- წამიან სარეკლამო ლიმიტს აჭარბებენ ტელეკომპანიები საბავშვო გადაცემაში და იმ საინფრმაციო გამოშვევებებში, რომლებიც 30 წუთზე ნაკლებია და კანონით მათი რეკლამისთვის გაწყვეტა არ შეიძლება, რეკლამა კი მაინც გადის.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას საჩივრის განხილვისა და გადაწყვეტილების გამოსატანად ერთი თვის ვადა აქვს. ამჯერად ”მონიტორი” კომისიისაგან ტელეკომპანიებისთვის ჯარიმის დაკისრების საკითხის განხილვას ითხოვს.

იგივე საკითხების შესახებ პირველი საჩივარი სტუდია ”მონიტორმა” მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში 2010 წლის 26 ოქტომბერს შეიტანა და ის  მონიტორის ჟურნალისტური ფილმში, – ”რეკლამა კანონის მიღმა” მოყვანილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მოამზადეს.

პირველ საჩივრის მიხედვით, სტუდია მონიტორმა კომისიას მოსთხოვა, კანონით დადგენილი პირველი სანქცია გაეტარებინა და ტელეკომპანიებისთვის წერილობითი გაეფრთხილება მიეცა. კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ საჩივარი დააკმაყოფილა, კანონდარღვევაა დააფიქსირა და მაუწყებლებს წერილობითი გაფრთხილებაც მისცა, თუმცა გაფრთხილების შემდეგ სტუდია ”მონიტორის” ჟურნალისტებმა კვლავ დააფიქსირეს იგივე კანონდარღვევები რუსთავი2-სა და იმედის ეთერში.

სტუდია ”მონიტორის” ჟურნასლიტის გიორგი მგელაძის თქმით, სწორედ ამიტომ მათ მეორე საჩივარი მოამზადეს.

”კანონმდებლობის მიხედვით, თუ ტელეკომპანიები წერილობითი გაფრთხილების შემდეგ ერთი წლის განმავლობაში  იმავე დარღვევებს გაიმეორებენ, მაშინ მათზე უკვე ფინანსური სანქცია უნდა განხორციელდეს. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ, რომ რუსთავი2-სა და იმედს დაეკისროთ ჯარიმა”, – ამბობს მგელაძე.

დარღვევის განმეორების შემთხვევაში, კანონმდებლობის მიხედვით, ჯარიმა ტელეკომპანიებს მათი წლიური შემოსავლის 0,5% უნდა დაეკისროთ, რაც, მგელაძის თქმით, არ უნდა იყოს 2500 ლარზე ნაკლები. თუ მეორედ, სანქცირების შემდეგ ტელეკომპანიები ერთი წლის მანძილზე ისევ გაიმეორებენ დარღვევებს, კომუნიკაციების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ უკვე მათთვის ლიცენზიის დროებით შეწყვეტაზე ან ლიცენზიის ჩამორთმევაზე უნდა იმსჯელოს.

”მონიტორის” ჟურნალისტები საჩივარი კომისიაში დღეს შეიტანეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი