ახალი ამბები

წულუკიანი: დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს პირადად ვუხდი ბოდიშს

4 თებერვალი, 2016 • 1176
წულუკიანი: დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს პირადად ვუხდი ბოდიშს

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი გამოეხმაურა დეპუტატ გოგი თოფაძის გუშინ, 3 თებერვალს პარლამენტში გაკეთებულ განცხადებას, სადაც პარლამენტარი დაუნის სინდრომს სალანძღავ ტერმინად იყენებს.

“ვფიქრობ, ეს განცხადება იყო ალბათ უფრო გაუაზრებელი, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, ეს განცხადება სცდება ყველანაირი დასაშვებობის ჩარჩოს და არ მგონია, რომ თუნდაც ბოდიშის მოხდა იყოს პრობლემა. ყველა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვს და მათ მშობლებს პირადად მე ვუხდი ბოდიშს და ყველა ამ ბავშვის უფლება, რომელიც თანასწორია კანონის წინაშე, უნდა იყოს დაცული. ჩვენ ის სამინისტრო ვართ და ის მთავრობა ვართ, რომელიც ბავშვთა უფლებებზე დღენიადაგ ვმუშაობთ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებები არის ცალსახად მიუღებელი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი