ახალი ამბები

გიორგი ვაშაძე: ვერ დავინახეთ პრეზიდენტის ხედვა პრობლემების მოგვარებაზე

3 თებერვალი, 2016 • 1730
გიორგი ვაშაძე: ვერ დავინახეთ პრეზიდენტის ხედვა პრობლემების მოგვარებაზე

ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრის გიორგი ვაშაძის აზრით, პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლაში ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე კონკრეტული გზავნილი არ გახმიანებულა:

“ალბათ ძალიან ბევრმა მოისმინა პრეზიდენტის გამოსვლა და ცოტას თუ დაამახსოვრდებოდა კონკრეტული გზავნილი იმ პრობლემებზე, რაც ქყვეყანაშია. ყველაზე დიდი პრობლემა არის ეკონომიკაში, ადამიანებს უფრო და უფრო უჭირთ, ჩვენ ვერ დავინახეთ პრეზიდენტის კონკრეტული ხედვა, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები. ეს იყო გამოსვლა, სადაც არ იყო პრობლემების კრიტიკა, რაც ძალიან სამწუხაროა. გამოსვლა იყო გამოსვლისთვის და არა ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად.

სიტყვით გამოსვლისას გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ გაზპრომი არ არის მხოლოდ ენერგეტიკა და მოლაპარაკებების გამჭვირვალობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. გიორგი ვაშაძის თქმით, მას გაუხარდებოდა, თუ პრეზიდენტი ენერგეტიკის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დასმაზე ისაუბრებდა:

“მინისტრმა უშიშროების საბჭოსთან არ შეათანხმა, საერთოდ რა მოლაპარაკებებს აწარმოებს. ყოველ გამოსვლაზე სხვადასხვა საბაბს ასახელებს მოლაპარაკებების მიზეზის შესახებ, ხან გაზი გვაკლია, ხან გაზპრომი ირანიდან აპირებს თურმე სომხეთისთვის გაზის მიწოდებას, რაც სრული აბსურდია. ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილად საკმარისია ენერგეტიკის მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებისთვის,” – განაცხადა ვაშაძემ.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი