ახალი ამბებიეკონომიკა

პრეზიდენტი: ეკონომიკური განვითარება და ბუნებისა და კულტურის დაცვა დაუძლეველი დილემა არაა

3 თებერვალი, 2016 • 1264
პრეზიდენტი: ეკონომიკური განვითარება და ბუნებისა და კულტურის დაცვა დაუძლეველი დილემა არაა

საქართველოს პრეზიდენტმა 3 თებერვალს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ, ერთი მხრივ, ეკონომიკური განვითარება, მეორე მხრივ კი, ბუნებისა და კულტურის დაცვა არასდროს ქმნიან დაუძლეველ დილემას.

„ეკონომიკური ზრდა უნდა განვიხილოთ მდგრადი ეკონომიკური განვითარების კონტექსტში. ერთი მხრივ, ეკონომიკური განვითარება, მეორე მხრივ კი, ეკოლოგიისა და კულტურის დაცვა არასდროს ქმნიან დაუძლეველ დილემას. ჩვენი ბუნებისა თუ კულტურული სივრცის დეგრადირების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია,  რომ ყოველი ახალი საინვესტიციო წინადადება აკმაყოფილებდეს საქართველოსა და ევროკავშირის სტანდარტებს გარემოსა და კულტურული მემკვიდეობის დაცვის სფეროში“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, სწორედ ეკონომიკური განვითარება მისცემს შესაძლებლობას ხელისუფლებას, იზრუნოს მოქალაქეებზე და შენარჩუნდეს ადამიანზე ორიენტირებული საბიუჯეტო პოლიტიკა, უპასუხონ კონსტიტუციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს, ევროპული სტანდარტის პოსტულატს, რომ მიზნად ისახავენ „სოციალური“ სახელმწიფოს შენებას.

„უნდა დავხვეწოთ საბიუჯეტო სახსრების კიდევ უფრო ეფექტიანად გამოყენება, მათ შორის სოციალური მხარდაჭერის დიფერენცირების გზით, უნდა განვავითაროთ სოციალური ინფორმაციის მენეჯმენტის სისტემა, გავაგრძელოთ საპენსიო რეფორმა“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი