ახალი ამბები | , ,

მეჭიაური პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლაზე: თუ დიდი მოწონება იქნება, ტაშს დავუკრავთ

3 თებერვალი, 2016 | | 1029
მეჭიაური პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლაზე: თუ დიდი მოწონება იქნება, ტაშს დავუკრავთ

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაური ამბობს, რომ პარლამენტში პრეზიდენტის ყოველწლიურ გამოსვლას მოისმენს და მოწონების შემთხვევაში ტაშსაც დაუკრავს:

” რა გვაქვს  დასაპირისპირებელი? დაველოდებით მის მოხსენებას, მოვუსმენთ. თუ კითხვები აღარ იქნება, არ დავუსვამთ, თუ დიდი მოწონება იქნება, ტაშს დავუკრავთ. თუ კითხვის ნიშნები იქნება, შეიძლება კითხვაც დავსვათ და სიტყვაც მოვითხოვოთ, ჯერ ვერ ხედავ რაიმე ისეთს, რაც დაძაბულობას მოასწავებს,” – აღნიშნა მეჭიაურმა.

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის 3 თებერვლის პლენარულ სხდომაზე 2 საათზე დაიწყება. პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ პოლიტიკური დებატები არ გაიმართება.

აღნიშნული გადაწყვეტილება დეპუტატებმა გუშინ ბიუროს სხდომაზე მიიღეს. სიტყვით მხოლოდ ფრაქციის ხელმძღვანელები გამოვლენ, რომლებსაც 15-15 წუთი დაეთმობათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი