ახალი ამბები

თინა ხიდაშელი ტენდერებში არსებულ ელიტურ კორუფციაზე საუბრობს

24 თებერვალი, 2011 • 1554
თინა ხიდაშელი ტენდერებში არსებულ ელიტურ კორუფციაზე საუბრობს

თინა ხიდაშელი
თინა ხიდაშელი

თინა ხიდაშელმა სამარშუტო ტაქსებთან დაკავშირებულ ტენდერზე რამდენიმე ახალი ფაქტი წარმოადგინა. ტენდერზე გამოტანილი 5 ლოტი 4 კომპანიას ერგო:

”თბილ ლაინი”, ”ფაბლიქ ქარ”, ”თბილ ქარ და კაპიტალ გრუპი” – ეს კომპანიები ტენდერის გამოცხადების შემდეგ 2010 წლის დეკემბერში შეიქმნა, ერთსა და იმავე მისამართზეა დარეგისტრირებული, 5-წუთიანი შუალედით გადაიხადა რეგისტრაციის მოსაკრებელი ერთსა და იმავე ბანკში, ოთხივე კომპანიამ ერთი იურისტის მომსახურეობით ისარგებლა. აღნიშნული კომპანიები რეგისტრირებულია ჯი-ემ-სის ბიზნეს ჯგუფის საკუთრებაში მყოფ რესტორნებში. ათასობით წვრილი მეწარმის ნაცვლად ამ ბიზნესს მონოპოლისტი დაეუფლა”,-განაცხადა ხიდაშელმა.

”რესპუბლიკელები” აცხადებენ, რომ სამარშრუტო ხაზების მონოპოლირებას თბილისის მერი გიგი უგულავა წარმართავს.

”გია გაგოშიძე, ორ ყველაზე დიდ ლოტზე (ვაკე-საბურთალო და გლდანი-ნაძალადევი) გამარჯვებული კომპანია ”თბილ-ლაინის” დირექტორი და კომპანია ”ჯი-ემ-სი”-ს საწყობის დირექტორი, პარალელურად თბილისის მერიის  მიერ დაფუძნებული მუნიციპალური საწარმოს ”სპორტული ეზოს” დირექტორია.  საწარმო 2010 წლის მარტში უგულავას ბრძანებით შეიქმნა. ხოლო ხვიჩა სექანია – ისანი-სამგორის ლოტის გამარჯვებული და კომპანია ”ფაბლიქ ქარ”-ის დირექტორი, იმავდროულად ყოფილი მუნიციპალური კომპანია ”მუშტაიდის” და კომპანია ” თბილისი პარკინგის” დირქტორია” – ამბობს თინა ხიდაშელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი