ახალი ამბები

H1N1-ის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა

28 იანვარი, 2016 • 1873
H1N1-ის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა

H1N1-ის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა. ერთი ადამიანი თბილისში, ხოლო ერთი – აჭარაში გარდაიცვალა.

ოფიციალური ინფორმაციით, 2016 წლის მე-3 კალენდარული კვირის მდგომარეობით, გრიპის გავრცელების ინტენსივობა საქართველოში ეპიდემიოლოგიურ ზღურბლს არ აჭარბებს და შეადგენს 332.6-ს ყოველ 100 000 ადამიანზე.

“მრავალწლიანი დინამიკის მიხედვით გრიპის გავრცელების ეპიდემიური ზღურბლია 450-500 შემთხვევა 100 000 მოსახლეზე. ამასთან, საყრდენი ბაზებით ეპიდზედამხედველობის მონაცემებზე დაყრდნობით, ბოლო 3 კვირის მანძილზე (2016 წლის პირველი 3 კვირა) აღინიშნება გრიპისმაგვარი დაავადებების ინციდენტობისა და მძიმე მწვავე რესპირაციული ინფექციებით ჰოსპიტალიზაციის წილის მატების ტენდეცია.

2015-16 წლის გრიპის სეზონზე (2015 წლის მე-40 კალენდარული კვირიდან) საქართველოში სულ ლაბორატორიულად გამოვლენილია გრიპის 160 ვირუსი, მათ შორის 153 – A/H1p და 7 – A/H3. (პირველი გამოყოფა – 2015 წლის 49-ე კვირაში).

გრიპის სხვა ტიპის ვირუსების ცირკულაცია არ გამოვლენილა”, – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი