ახალი ამბები

უშიშროების საბჭოს სხდომა 29 იანვარს გაიმართება

27 იანვარი, 2016 • 1232
უშიშროების საბჭოს სხდომა 29 იანვარს გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 29 იანვარს, 14:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს უშიშროების საბჭო ავრცელებს.

სხდომაზე დღის წესრიგით ორი საკითხს განიხილავენ:

  1. მზადება ნატოს ვარშავის სამიტისთვის;
  2. თავდაცვის მინისტრის მოხსენება საქართველოს შეირაღებული ძალების ქვედანაყოფების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობასთან დაკავშირებით.

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები.

მასალების გადაბეჭდვის წესი