ახალი ამბები

რა საკითხებს განიხილავენ პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარე უშიშროების საბჭოს სხდომაზე

29 სექტემბერი, 2017 • 1375
რა საკითხებს განიხილავენ პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარე უშიშროების საბჭოს სხდომაზე

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უშიშროების საბჭოს სხდომა უკვე ორი საათია მიმდინარობს. საბჭო სრული შემადგენლობით შეიკრიბა, თუმცა სხდომის დაწყებამდე კომენტარი არავის გაუკეთებია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებიან პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და ა.შ.

უშიშროების საბჭოს სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულია შემდეგი საკითხების განხილვა:

1. საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა 2018 წლისათვის. მომხსენებელი – საქართველოს თავდაცვის მინისტრი – ლევან იზორია;

2. სამხედრო აღმშენებლობასა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა;

2.1. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროგრესი;
2.2. საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა;
2.3. საქართველოს ეროვნული თავდაცვის გეგმის პროექტის საკვანძო საკითხები.

მომხსენებლები: თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია.

3. საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაბამისი ქვედანაყოფებისა და სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა და იქ არსებული უსაფრთხოების გარემო. მომხსენებლები: თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია.

4. რუსეთის ფედერაციის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული სამხედრო სწავლებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათი გავლენა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე. მომხსენებლები: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია.

5. მზადება ნატოს მომავალი სამიტისათვის. მომხსენებლები: საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცეპრემიერი მიხეილ ჯანელიძე და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია.

მასალების გადაბეჭდვის წესი