ახალი ამბებისაზოგადოება

H1N1 ვირუსით წელს საქართველოში მესამე ადამიანი დაიღუპა

21 იანვარი, 2016 • 1283
H1N1 ვირუსით წელს საქართველოში მესამე ადამიანი დაიღუპა

H1N1 ვირუსით წელს საქართველოში მესამე ადამიანი დაიღუპა. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში დაუდასტურეს. 68 წლის პაციენტი ზუგდიდში გარდაიცვალა.

ncdc-ის ცნობით, სამივე პაციენტი თანმხლები ქრონიკული დაავადების ფონზე დაიღუპა.

ამ დროისთვის საქართველოში H1N1-ის ვირუსია გავრცელებული. გრიპის გავრცელების ინტენსივობა, როგორც ცენტრის სპეციალისტები აცხადებენ, საქართველოში ეპიდემიოლოგიურ ზღურბლს არ აჭარბებს. ამ ეტაპზე საქართველოში დაახლოებით 9000-მდე ადამიანია ინფიცირებული H1N1 ვირუსით.

უწყების ინფორმაციითვე, დღესდღეობით შემთხვევათა 95%-ში ადამიანები ჩვეულებრივ, ყოველგვარი ჰოსპიტალიზაციისა და ექიმთან მიმართვის გარეშე მკურნალობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი