ახალი ამბებისაზოგადოება

H1N1 ვირუსით საქართველოში წელს მეორე ადამიანი გარდაიცვალა

20 იანვარი, 2016 • 1148
H1N1 ვირუსით საქართველოში წელს მეორე ადამიანი გარდაიცვალა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, H1N1 ვირუსით საქართველოში წელს მეორე ადამიანი გარდაიცვალა. ეს პაციენტიც, ncdc-ს ცნობითვე, თანმხლები ქრონიკული დაავადების ფონზე დაიღუპა.

ამ დროისთვის საქართველოში H1N1-ის ვირუსია გავრცელებული. გრიპის გავრცელების ინტენსივობა, როგორც ცენტრის სპეციალისტები აცხადებენ, საქართველოში ეპიდემიოლოგიურ ზღურბლს არ აჭარბებს. ამ ეტაპზე საქართველოში დაახლოებით 8928 ადამიანია ინფიცირებული H1N1 ვირუსით.

უწყების ინფორმაციითვე, დღესდღეობით შემთხვევათა 95%-ში ადამიანები ჩვეულებრივ, ყოველგვარი ჰოსპიტალიზაციისა და ექიმთან მიმართვის გარეშე მკურნალობენ.

“დაავადებულთა მცირე რაოდენობას ექნება უფრო მძიმე მიმდინარეობა, კიდევ უფრო მცირეს იმდენად მძიმე, რომ საჭირო იქნება ჰოსპიტალიზაცია და, სამწუხაროდ, შემთხვევათა გარკვეული წილი ლეტალურად დასრულდება”, – აცხადებს ncdc-ს წარმომადგენელი, ხათუნა ზახაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი