ახალი ამბები

საავტომობილო გზებზე არსებული ვითარება 19 იანვარს

19 იანვარი, 2016 • 1271
საავტომობილო გზებზე არსებული ვითარება 19 იანვარს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიორი  პირობების გამო, დაწესებულია შემდეგი შეზღუდვები:

“ახალციხენინოწმინდის(სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდასომხეთის საზღვარი)  მონაკვეთზე და კოდაფარცხისიმანგლისიწალკანინოწმინდის საავტომობილო გზის კმ110–კმ146 (როდიონოვკანინოწმინდა) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა  აკრძალულია.

მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, მოძრაობის სპეციალური რეჟიმები მოქმედებს საავტომობილო გზების კიდევ 3 მონაკვეთზე:

თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთასტეფანწმინდალარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა გვირაბებში განხორციელდება ცალმხრივად.

თოვლის და ლიპყინულის გამო, ზუგდიდიჯვარიმესტიალასდილის საავტომობილო გზის კმ100-კმ188 (ლახამურაუშგული) მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ1-კმ99  (ზუგდიდილახამურა) მონაკვეთზე ყველა სახისავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ქარბუქის და დაბალი ხილვადობის გამო), კოდაფარცხისიმანგლისიწალკანინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ნარდევანიროდიონოვკა(ფარავანი) მონაკვეთზე კმ94–კმ110), ყველა სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა  აკრძალულია.”

შეგახსენებთ, ეს არის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაცია 19 იანვრისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი