ახალი ამბები

თბილისში საშაურმეს ანტისანიტარიისა და მწერების არსებობის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს

18 იანვარი, 2016 • 1065
თბილისში საშაურმეს ანტისანიტარიისა და მწერების არსებობის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერეს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში, ფაღავას ქუჩაზე მდებარე ინდმეწარმე “გია ნონიაშვილის“ საშაურმეს ანტისანიტარიის გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა.

სააგენტოს ინფორმაციით, დოკუმენტური შემოწმებისას გამოვლინდა ჰიგიენური ნორმების დარღვევა, რაც არაგეგმური ინსპექტირების საფუძველი გახდა. ინსპექტირებისას კი დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები (მწერები და ანტისანიტარია, დეზინფექცია-დერატიზაციის არარსებობა), რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში მოუწოდებს, დაუკავშირდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთიანი საინფორმაციო სამსახურის ცხელ ხაზს – 2 470-101.

მასალების გადაბეჭდვის წესი