ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრი გუბერნატორებს შეხვდა

16 იანვარი, 2016 • 1483
პრემიერ-მინისტრი გუბერნატორებს შეხვდა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე რეგიონებში არსებული პრობლემები და მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.

“შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თითოეული რეგიონის საინვესტიციო პოტენციალზე, რეგიონების განვითარების პერსპექტივებზე, ინვესტიციების მოზიდვის გზებზე, რამაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარება უნდა უზრუნველყოს”, – იუწყება პრემიერის პრესამსახური გავრცელებულ პრესრელიზში.

ამავე წყაროს ცნობით, საუბარი ასევე შეეხო რეგიონის მოსახლეობის პირველად საჭიროებებს, მათ შორის გაზიფიცირების, გზებისა და სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაციის პროექტებს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გუბერნატორებთან გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი და სხვები.

მასალების გადაბეჭდვის წესი