ახალი ამბები

“ეროვნული ფორუმი” არ იშლება

1 თებერვალი, 2011 • • 1167
“ეროვნული ფორუმი” არ იშლება

“ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე “ფორუმის” ერთიანობა დაადასტურა და პარტიის დაშლის შესახებ გავრცელებული ხმები უარყო.

“შეგნებულად არ ვეხმიანებოდი ჭორებს ჩვენი დაპირისპირების შესახებ. “ეროვნული ფორუმი” ერთიანია და შემართულია ბრძოლისკენ,”-განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

პოლიტიკოსმა საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, “ეროვნული ფორუმი” სააკაშვილის გაყალბებულ საარჩევნო გარემოში არჩევნებს არ ჩაატარებს.” მისივე თქმით, საქართველოში არჩევნები ჩატარდება ძალიან მალე, “ეს კი ახალ საარჩევნო გარემოში მოხდება. როცა ხელისუფლებას ხმების მოპარვის საშუალება არ ექნება,” – თქვა სანიკიძემ.

მისივე აზრით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის სააკაშვილის წასვლა აუცილეებლია, პრეზიდენტის წასვლის შემდეგ კი მოლაპარაკება “ეროვნულმა ფორუმმა” უნდა აწარმოოს. სხვა შემთვევაში, შეიძლება კერძო ინტერესებს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი შეეწიროს. სანიკიძემ საზოგადოებას მეტი აქტიურობისკენაც მოუწოდა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი