ახალი ამბები

USAID-ის $4.95 მლნ საქართველოში უმცირესობების დასაცავად

12 იანვარი, 2016 • 1392
USAID-ის $4.95 მლნ საქართველოში უმცირესობების დასაცავად

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების, ქალების, ახალგაზრდების, ეთნიკური უმიცრესობებისა და დაუცველი ჯგუფების ჩართულობისა და ინტეგრირების მხადასაჭერად მომდევნო 5 წლის განმავლობაში 4.95 მილიონ აშშ დოლარამდე თანხას გამოყოფს.

ამის შესახებ საგრანტო შეთანხმებას დღეს ხელი USAID-ის კავკასიის მისიის დირექტორმა დაგლას ბოლმა და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მოაწერეს. ეს რიგით მესამე შეთანხმებაა ორი ქვეყნის მთავრობებს შორის.

2015 წლის 22 დეკემბერს ხელი მოეწერა ორ შეთანხმებას, რომელთა ფარგლებშიც შემდეგი ხუთი წლის მანძილზე საქართველო მიიღებს 69.3 მილიონი აშშ დოლარამდე თანხას ქვეყანაში ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების პროცესების ხელშესაწყობად.

უკანასკნელი 23 წლის განმავლობაში ამერიკელი ხალხის მიერ საქართველოს პროგრამებისთვის გაღებული დაფინანსება 4 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება. აღნიშნული სამი შეთანხმებით აშშ აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.

მასალების გადაბეჭდვის წესი