ახალი ამბები

რუბიო: USAID-ის პროგრამების 83%-ს ვაუქმებთ

10 მარტი, 2025 •
რუბიო: USAID-ის პროგრამების 83%-ს ვაუქმებთ

შეერთებულმა შტატებმა დაასრულა USAID-ის პროგრამების მიმოხილვა და მათგან 83%-ს აუქმებს.

ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ X-ზე დაწერა.

„6-კვირიანი მიმოხილვის შემდეგ, ჩვენ ოფიციალურად ვაუქმებთ USAID-ის პროგრამების 83%-ს. 5 200 კონტრაქტით, რომლებიც ახლა გაუქმებულია, დაიხარჯა ათობით მილიარდი დოლარი ისე, რომ არ შეესაბამებოდა (და ზოგიერთ შემთხვევაში ზიანს აყენებდა) შეერთებული შტატების ძირითად ეროვნულ ინტერესებს“, — განაცხადა რუბიომ.

მისივე თქმით, კონგრესთან კონსულტაციებით იგეგმება დარჩენილი, დაახლოებით 1 000 პროგრამის უფრო ეფექტურად მართვა სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საგარეო დახმარების ყველა პროგრამა 90 დღით შეაჩერა. გადაწყვეტილებები გასაჩივრებულია და დავები მიმდინარეობს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოებში. მთლიანი საგარეო დახმარება, რომლის ნაწილიც USAID-ია, ფედერალური ბიუჯეტის 1%-ზე ნაკლებს შეადგენს. USAID დაახლოებით 120 ქვეყანაში ახორციელებს ჰუმანიტარულ, განვითარებისა და უსაფრთხოების პროგრამებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი