ახალი ამბები

წყალმომარაგება შეუწყდება თბილისის ქუჩების ნაწილს – შეამოწმეთ თქვენი ქუჩა

12 იანვარი, 2016 •
წყალმომარაგება შეუწყდება თბილისის ქუჩების ნაწილს – შეამოწმეთ თქვენი ქუჩა

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, წყალმომარაგება შეუწყდება თბილისის შემდეგ ქუჩებს:

 

დღეს, 19:00 საათიდან ხვალ, 13 იანვრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

  • დიღომი-8-ს, ბელიაშვილისა და ლუბლიანის ქუჩების ნაწილს, ჟვანიას კლინიკის ტერიტორიას, აშშ-ის საელჩოს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ობიექტებს, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარე ქუჩებს, ასევე მთაწმინდის რაიონის ქუჩების ნაწილს.

ღამის 12 საათიდან 13 იანვრის დილის 08:00 საათამდე კი წყლის მიწოდება შეუწყდება:

  • ვაკისა და საბურთალოს რაიონების ქუჩების ნაწილს.

წყლის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება 13 იანვრის დილის 8 საათიდან.

 

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით წლყალმომარაგების შეზღუდვის მიზეზი  სოფელ დიღომში 1200 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებაა.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალსადენის 1200 მმ-იან მაგისტრალზე გადაუდებელი აღდგენითი სამუშაოების განხორციელებას დღეს, საღამოს 7 საათიდან  ხვალ, დილის 8 საათამდე გეგმავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი