“ოქროს გლობუსის” 73-ე დაჯილდოების ცერემონიის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ლოს ანჯელესში, “ოქროს გლობუსის” დაჯილდოების რიგით 73-ე ცერემონიაზე გამარჯვებულები გამოავლინეს.

დაჯილდოების ცერემონია ყველაზე წარმატებული ალეხანდრო ინარიტუს ფილმისასთვის “რევენანტი” არმოჩნდა. მან წლის საუკეთესო დრამის ნომინაცია მოიპოვა. ასევე, ფილმში შესრულებული მთავარი როლისათვის საუკეთესო მამაკაც მსახიობად დასახელდა ლეონარდო დიკაპრიო. თავად ინარიტუმ კი დარბაზი წლის საუკეთესო რეჟისორის ტიტულით დატოვა.

2 ნომინაცია მოიპვა რიდლი სკოტის ფილმმა “მარსელი”. ფილმი გამარჯვებული გახდა ნომინაციაში წლის საუკეთესო კომედია/მიუზიკლი, ხოლო მასში შესრულებული მთავრი როლისათვის მეთ დეიმონი დააჯილდოვეს.

კიდევ ერთი ოქროს გლობუსი დაიმსახურა მსახიობმა ჯენიფერ ლოურენსმა დევიდ რასელის ფილმში “ჯოი” შესრულებული მთავარი როლისათვის.

ჯილდოს გარეშე არ დარჩენილა არც ბრიტანელი მსახიობი ქეით უინსლეტი, რომელმაც დენი ბოილის ფილმში “სტივ ჯობსის” შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისათვის გადაეცა ოქროს გლობუსი.

საკუთარი პირველი გლობუსი მიიღო ასევე სილვესტერ სტალონემ ფილმში “ყურე” შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისათვის.

სამსახიობო კარიერაში პირველი წარმატება ხვდა წილად მომღერალ ლეიდი გაგას, რომელმაც სერიალში “ამერიკული საშინელებათა ისტორიები: სასტუმრო” შესრულებული როლისათვის მიიღო ოქროს გლობუსი.

სპეციალური პრიზი გადაეცა დენზელ უაშინგტონს კინოში შეტანილი წვლილის აღსანიშნავად.

ოქროს გლობუსი ვერ დაიმსახურა ფილმმა “ქეროლი”, რომელიც წელს ყველაზე მეტ ნომინაციაში იყო წარდგენილი.

გამარჯვებულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:

საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დრამა: რევენანტი

ამ ჟანრში:
საუკეთესო მსახიობი ქალი: ბრი ლარსონი – ოთახი

საუკეთესო მსახიობი კაცი: ლეონარდო დიკაპრიო – რევენანტი

საუკეთესო რეჟისორი: ალეხანდრო ინარიტუ – რევენანტი

საუკეთესო კომედია ან მიუზიკლი: მარსელი

ასევე ამ ჟანრში:
საუკეთესო მსახიობი ქალი: ჯენიფერ ლოურენსი – ჯოი

საუკეთესო მსახიობი კაცი: მეთ დეიმონი – მარსელი

საუკეთესო ანიმაცია: თავდაყირა

საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი: სულის შვილი (უნგრეთი)

საუკეთესო ქალი მსახიობი მეორეხარისხოვან როლში: ქეით უინსლეტი – სტივ ჯობსი

საუკეთესო კაცი მსახიობი მეორეხარისხოვან როლში: სილვესტერ სტალონე – ყურე

საუკეთესო სცენარი: აარონ სორკინი – სტივ ჯობსი

საუკეთესო მუსიკა ფილმისათვის: ენიო მორიკონე – საძულველი რვიანი

საუკეთესო სიმღერა ფილმში: “Writing’s On The Wall” — სპექტრი

საუკეთესო სატელევიზიო დრამა: მისტერ რობოტი – USA NETWORK

საღამოს უკვე მეოთხედ მსახიობი და სცენარისტი რიკი გერვეისი უძღვებოდა.

საუკეთესო ქალი მსახიობი კომედიური ჟანრის ფილმში შესრულებული როლისათვის 0 ჯენიფერ ლოურენსი. ფოტო: EPA/PAUL BUCK

საუკეთესო ქალი მსახიობი კომედიური ჟანრის ფილმში შესრულებული როლისათვის 0 ჯენიფერ ლოურენსი. ფოტო: EPA/PAUL BUCK

ლედი გაგა წელს საუკეთესო ქალ მსახიობად დასახელდა სერიალში შესრულებული როლისათვის. ფოტო: EPA/PAUL BUCK

ლედი გაგა წელს საუკეთესო ქალ მსახიობად დასახელდა სერიალში შესრულებული როლისათვის. ფოტო: EPA/PAUL BUCK

ქეით ბლანშეტი წითელ ხალიჩაზე. ფოტო: EPA/PAUL BUCK

ქეით ბლანშეტი წითელ ხალიჩაზე. ფოტო: EPA/PAUL BUCK

ქეით უინსლეტს ოქროს გლობუსი ფილმში "სტივ ჯობსი" შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისათვის გადაეცა. ფოტო; EPA/PAUL BUCK

ქეით უინსლეტს ოქროს გლობუსი ფილმში “სტივ ჯობსი” შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისათვის გადაეცა. ფოტო; EPA/PAUL BUCK

ედი რედმეინი მეუღლესთან ერთად წითელ ხალიჩაზე. ფოტო: EPA/PAUL BUCK

ედი რედმეინი მეუღლესთან ერთად წითელ ხალიჩაზე. ფოტო: EPA/PAUL BUCK

ლეონარდო დიკაპრიო. ფოტო: EPA/PAUL BUCK

ლეონარდო დიკაპრიო. ფოტო: EPA/PAUL BUCK

რიკი გერვეისი, საღამოს წამყვანი

რიკი გერვეისი, საღამოს წამყვანი

მეთ დეიმონმა ფილმისათვის "მარსელი" საუკეთესო მამაკაცი მსაიოხბის ტიტული მოიპოვა: ფოტო: EPA/PAUL BUCK

მეთ დეიმონმა ფილმისათვის “მარსელი” საუკეთესო მამაკაცი მსაიოხბის ტიტული მოიპოვა: ფოტო: EPA/PAUL BUCK

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი