ახალი ამბებიხელოვნება

“ქოლგა თბილისი 2017” კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოებით გაიხსნა

6 მაისი, 2017 • 5873
“ქოლგა თბილისი 2017” კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოებით გაიხსნა

5 მაისს ფოტოკვირეული “ქოლგა თბილისი 2017” დაჯილდოების ცერემონიით გაიხსნა. ფოტოგამოფენის ფონზე გამარჯვეულები რამდენიმე კატეგორიაში გამოავლინეს. შემდეგი კვირის განმავლობაში გამოფენებთან ერთად დაგეგმილია ვორქშოპები და საჯარო ლექციები. კვირეული 11 მაისს დასრულდება.

წელს ფოტოკონკურსის გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში გამოცხადდა:

  • დოკუმენტური სერია – ჯეიკობ ბორდენი
  • რეპორტაჟი – ხავიერ არსენილიასი
  • კონცეპტუალური ფოტოპროექტი – დავიდ კლამერი
  • ჰუავეი მობილური ფოტოსერია – მარია მოლდენი
  • ერთი მობილური კადრი – ხოსე ლუის ბარსია ფერნანდესი

ფოტოკონკურსზე წელსაც გაიცა პრემია – KOLGA NEWCOMER PHOTO AWARD, რომელიც ემილ დუკემ დაიმსახურა. ეს პრემია გადაეცემა 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ფოტოგრაფს, რომლის ფოტოსერიაც სამ სხვადასხვა ნომინაციაში გასული ფოტოპროექტებიდან შეირჩევა. ეს ნომინაციებია „დოკუმენტური სერია“, „რეპორტაჟი“ და „კონცეპტუალური ფოტოპროექტი“.

ასევე თბილისის მერიამ კონკურსისათვის 6000 დოლარი გამოყო, რომელიც გამარჯვებულებს გადაუნაწილდებათ.

საერთაშორისო ფოტოკონკურსი “ქოლგა” თბილისში უკვე 16 წელია იმართება და ადგილობრივი თუ საერთაშორისო ფოტოგრაფების ნამუშევრებს მასპინძლობს.

ვრცლად კვირეულის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

ფოტოფესტივალ "ქოლგა თბილისი 2017"-ის გახსნის ცერემონია 05.0517 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

ფოტოფესტივალ “ქოლგა თბილისი 2017”-ის გახსნის ცერემონია 05.0517 ფოტო: ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი