მწერალთა სახლის შენობაში შოთ რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველასა სახელობის, ასევე ეროვნული პრემიის ლაურეატთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭათ:
სახვითი ხელოვნების ნომინაციაში – მოქანდაკე გიორგი შხვაცაბაიას;
მუსიკის ნომინაციაში – პიანისტ ალექსანდრე კორსანტიას;
თეატრალური ხელოვნების ნომინაციაში – გიორგი ალექსი მესხიშვილს;
ვაჟა-ფშაველას სახელობის ეროვნული პრემია:
ვაჟა-ფშაველას სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატის წოდება გურამ დოჩანაშვილს მიენიჭა.
საქართველოს ეროვნული პრემია:
რაც შეეხებa საქართველოს ეროვნულ პრემიას, ლაურეატის წოდება მიენიჭათ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსს ერეკლე გამყრელიძეს და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს ბესიკ იაშვილს.
შოთა რუსთაველისა და ვაჟა-ფშაველას სახელობის პრმიერბზე სულ 35 განაცხადი იყო შეტანილი. საქართვeლოს ეროვნულ პრემიაზე კი -27 განაცხადი.