საქართველოში H1N1 ტიპის ვირუსი 85 ადამიანს დაუდგინდა, ხოლო ბე ტიპის ვირუსი –39 ადამინს. გამოვლენილი შემთხვევებიდან 7 მათგანი ლეტალურად დასრულდა.
მათ შორის 3 ადამიანი გარდაიცვალა ჰაშ1ენ1 ტიპის ვირუსით, ხოლო 4 – ბე ტიპის ვირუსით.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, იანვრის თვეში სასწრაფო სამედიცინო დახმარებას გრიპის სიმპტომებით 6000-მა პაციენტმა მიმართა, აქედან ჰოსპიტალიზირებული 4000 ადამიანი იყო.
2010 წლის იანვრის მონაცემებით, სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვიანობის რიცხვი 160 000 იყო, ლაბორატორიულად დადასტურებული იყო გრიპის 1117 შემთხვევა, 26 პაციენტი გარდაიცვალა.
„გრიპი კლავს ხალხს, საქართველოში ორი წელია, რაც ეს გახდა ცნობილი. ჩვეულებრივად, ყოველ წელს ვიღაც კვდება ამ გრიპით, არაფერი განსაკუთრებული წელს არ ხდება“.–ამბობს გიორგი კანდელაკი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის აპარატის უფროსი.
