ახალი ამბებიეკონომიკა

საპარტნიორო ფონდი თბილისში სასტუმრო Park Inn-ის აშენებას გეგმავს

8 იანვარი, 2016 • 1301
საპარტნიორო ფონდი თბილისში სასტუმრო Park Inn-ის აშენებას გეგმავს

საპარტნიორო ფონდის ინფორმაციით, ადგილობრივ კომპანია „ბლოკ ინვესტთან“ ერთად ფონდი სამვარსკვლავიანი სასტუმროს პროექტზე მუშაობს. Park Inn by Radisson-ის აშენება თბილისში, ჭანტურიას ქუჩაზე, სასტუმრო „თორის“ ადგილზე იგეგმება.

მშენებლობის 2016 წლის ზაფხულში დაიწყება და 2017 წელს დასრულდება. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 25 მლნ აშშ დოლარია.

პროექტის თანახმად, სასტუმრო 200-ნომრიანი იქნება, რომელიც მოიცავს კაფე-რესტორანს, საკონფერენციო დარბაზს, შეხვედრების ოთახებს და ა.შ.

საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის უფროსის, გიორგი ჩერქეზიშვილის განცხადებით, თბილისში სამვარსკვლავიან ბრენდირებულ სასტუმროებზე მოთხოვნა არსებობს და ფონდი გეგმავს შეავსოს ეს დეფიციტი.

„ბლოკ ინვესტი“ საინვესტიციო კომპანიაა, რომელიც უძრავ ბიზნესში აქტიურად მოღვაწეობს უძრავი ქონების ბაზარზე.

სააქციო საზოგადოება საპარტნიორო ფონდი საქართველოს მთავრობამ 2011 წელს დააარსა. სახელმწიფო ფლობს ფონდის 100 პროცენტს. საპარტნიორო ფონდის აქტივები 5 მილიარდ ლარს აჭარბებს. ფონდის საკუთრებაშია „საქართველოს რკინიგზის“, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, ელექტროსისტემების კომერციული ოპერატორისა“ და ნაწილობრივ „თელასის“ აქციები.

მასალების გადაბეჭდვის წესი