პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევის საკითხზე კონსულტაციები გრძელდება.
მათივე ინფორმაციით, არასამთავრობო სექტორთან კიდევ ერთი შეხვედრა მომავალ კვირას გაიმართება. პრეზიდენტი კი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატს პარლამენტს იანვრის ბოლოს წარუდგენს.
ეროვნული ბანკის უფლებამონაცვლის შერჩევის პროცესს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი უძღვება. პროცესის ფარგლებში კონსულტაციები მიმდინარეობს არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დარგის ექსპერტებთან, ბიზნეს ასოციაციებთან და საბანკო სექტორთან.
საბჭო ეროვნული ბანკის უმაღლესი ორგანოა. ამჟამად მისი თავმჯდომარე გიორგი ქადაგიძეა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის თებერვალში ეწურება.
კანონმდებლობის მიხედვით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს კანდიდატურას საქართველოს პრეზიდენტი ასარჩევად წარუდგენს პარლამენტს და შემდეგ საქართველოს პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტს თანამდებობაზე ეროვნული ბანკის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს.
