ახალი ამბები

კვირიკაშვილი: ყოველთვის ვცდილობდი ქვეყნის იმიჯი უფრო პოზიტიურად წარმომეჩინა, ვიდრე რეალურად იყო

28 დეკემბერი, 2015 • 1031
კვირიკაშვილი: ყოველთვის ვცდილობდი ქვეყნის იმიჯი უფრო პოზიტიურად წარმომეჩინა, ვიდრე რეალურად იყო

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ყოველთვის ცდილობს ქვეყნის იმიჯი იმაზე უფრო პოზიტიურად წარმოაჩნოს, ვიდრე ეს სინამდვილეშია. თუმცა მოსახლეობასთან და საერთაშორისო პარტნიორებთან საუბარი გულწრფელი უნდა იყოს. ეს განცხადება მან საპარლამენტო უმცირესობასთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა, სადაც ჰკითხეს, თუ რას ფიქრობდა იგი დავოსის ფორუმზე თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც საერთაშორისო რეიტინგები საქართველოს წარმატებების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამებოდა:

“მე არ დავსწრებივარ იმ შეხვედრას, როდესაც ბატონმა ბიძინამ გააკეთა ასეთი განცხადება. ეკონომიკის მინისტრის პოზიციაზე მუშაობისას მე არაერთი შეხვედრა მქონდა საერთაშორისო მასშტაბით. მე პასუხისმგებელი ვიყავი საერთაშორისო ვაჭრობაზე, როგორც ეკონომიკის მინისტრი. საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში 3-4 თვის განმავლობაში ასევე უამრავი შეხვედრა მქონდა. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ამ შეხვედრების ჩანაწერები,, ასევე გაესაურბოთ იმ ადამიანებს. ყოველთვის ვცდილობ და ვცდილობდი, რომ ქვეყნის იმიჯი იმაზე უფრო პოზიტიურად წარმომეჩინა, ვიდრე ეს რეალობაში იყო. ესაა ქვეყნის პრომოცია [პოპულარიზაცია], მარკეტინგი, სადაც აუცილებელია, რომ მაქსიმალურად პოზიტიური კუთხით წარმოვადიგნოთ ჩვენი ქვეყანა. თუმცა პოზიტიური წარმოჩენის შემდეგ, რა თქმა უნდა, იყო შეკითხვები და ჩვენ არ უნდა გავექცეთ იმას, რომ ქვეყანში როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მომენტები არსებობდა უახლოეს წარსულში. ჩვენ უნდა ვიყოთ გულწრფელნი და ვუთხრათ სიმართლე ჩვენს მოსახლეოაბს, ასევე საერთაშორისო პარტნიორებს. სიმართლე ყოველთვის ერთფეროვანი არ არის, ის შედგება როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მომენტებისაგან. თქვენც მოგიწოდებდით, რომ თამამად გესაუბრათ იმ უარყოფით ასპექტებზე, რომელსაც იმ მმართველობას ახლდა. იყო პროგრესიც და ძალიან უარყოფითი ასპექტებიც იმ წლებში, როდესაც თქვენ იყავით ხელისუფლებაში”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი