ახალი ამბები

ვაშაძისა და ალიევის შეხვედრა

19 იანვარი, 2011 •
ვაშაძისა და ალიევის შეხვედრა

დღეს ბაქოში კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის საკითხები განიხილეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, –ამის შესახებ იუწყება აზერბაიჯანული პრესა.

შეხვედრა  გრიგოლ ვაშაძის აზერბაიჯანში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შედგა.

„ჩვენ განვიხილეთ ორმხრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების საკითხთა ფართო სპექტრი. ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობის შესახებ. საუბარი გვქონდა, ასევე, აზერბაიჯანში ევროკომისიის თავმჯდომარის ხოსე მანუელ ბაროზოს ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებით და ამ კონტექტსში განვიხილეთ მომავალი პროექტები, რომლებიც გააერთიანებს საქართველოსა და აზერბაიჯანის ეკონომიკურ  ძალისხმევას.   ჩვენ ვისაუბრეთ კავკასიაში არსებულ სიტუაციაზე და  რეგიონულ უსაფრთხოებაზე“,–აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ.

ასევე, 19 იანვარს გრიგოლ ვაშაძეს დაგეგმილი აქვს შეხვდეს მის აზერბაიჯანელ კოლეგას, ალმარ მამედიაროვსა და ტრანსპორტის მინისტრს ზია მამედოვს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი