ახალი ამბები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

24 დეკემბერი, 2015 • 1997
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 20 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

24 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.4012 შეადგინა.

25 დეკემბერს ოფიციალური კურსით  1 აშშ დოლარი  2.4023 ლარი ეღირება, რაც 0.0084 ერთეულით ნაკლებია 24 დეკემბრის კურსზე.

გუშინ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ გამოაქვეყნა სხვადასხვა ქვეყნის მიერ სავალუტო რეზერვების ხარჯვის მონაცემები, საიდანაც ირკვევა, რომ საქართველომ 0.3 მილიარდი აშშ დოლარი დახარჯა, ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ კი 2009–2015 წლების პერიოდში 44.1% შეადგინა.

შემაჯამებელი პოსტების სერიიდან. რთული პერიოდი იყო, მაგრამ რაც არის, ეგ არის.პ.ს. ეროვნული ბანკის ძალიან მაგარი გუნდის დამსახურება პირველ რიგში!

Posted by Giorgi Kadagidze on Wednesday, December 23, 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი