ახალი ამბები

უსუფაშვილი: შეწყალების კომისიის სკანდალზე საგამოძიებო კომისია პროკურატურის საქმეს ვერ შეასრულებს

23 დეკემბერი, 2015 • 1242
უსუფაშვილი: შეწყალების კომისიის სკანდალზე საგამოძიებო კომისია პროკურატურის საქმეს ვერ შეასრულებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა “მაესტროს ფაქტორში” სტუმრობისას განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც საქართველოს მთავარი პროკურატურა შეწყალების კომისიის თემაზე გამოძიებას აწარმოებს, საგამოძიებო კომისიის შემქნა ზედმეტია.
“რაც შეეხება ჩემს პირად დამოკიდებულებას იმაზე, როგორ უნდა შევიდეს სიცხადე ამ ე.წ. შეწყალების საქმის სკანდალში, ამითი დაკავებულია უმაღლესი ინსტანცია სახელმწიფოში, საქართელოს მთავარი პროკურატურა, რომელმაც მყისიერად დაიწყო გამოძიება. ვისურვებდი, რომ ყველა სხვა საქმეზე ასეთი ოპერატიული იყოს ჩვენი სამართალდამცავი სისტემა. რაც შეეხება საბოლოო დასკვნას და საბოლოო მიგნებებს, ჩვენ ამას უნდა დაველოდოთ. ვერანაირი საგამოძიებო კომისია ამ კონკრეტულ საქმეში პროკურატურის საქმეს ვერ შეასრულებს. თუ ადამიანებს აქვთ წინასწარ ისეთი დამოკიდებულება, რომ არ ვენდობით ვინმეს, ძალიან რთული იქნება პარლამენტისთვის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ჩავანაცვლოთ სამართალდამცავი სისტემა და ვაკეთოთ მათი საქმე. მე ყველას თავიდანვე მივმართე და ყველას რომ გაეთვალისწინებინა ეს დამოკიდებულება, გვექნებოდა ნაკლები სკანდალი, როგორც მას ყველა ნათლავს, გამოჩნდა ორი ციფრი, გამოჩნდა ნახევარი გვარი, ხვალ იქნება მესამე გვარი, მერე კიდევ რაღაც იქნება და წინასაახალწლოდ ამბავი გამოჩნდა, რომლითაც შესაძლოა ბევრი ხალისობს, მაყურებელი. ვისაც სიმართლის გარკვევა გვაინტერესებს და გვინდა, უნდა ვეცადოთ, რომ სიმართლე გაარკვიოს იმ ხალხმა, ვისაც ეს ხელეწიფება. ეს არის პროკურატურა”, – ამბობს უსუფაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ის თანამდებობის პირები, ვისზეც მიუთითა ალეკო ელისაშვილმა პროკურატურაში ყოფნის დროს, დაიკითხნენ საქმის გამოძიების დროს.

“თუ ჩენ გვინდა იხეიროს ქართველმა ხალხმა, საზოგადეობამ და სახელმწიფომ, მაშინ სახელმწიფო ორგანოებს უნდა მივცეთ საშუალება გამოიძონ ეს საქმე, მივაწოდოთ ინფორმაცია, თუკი აქვს ვინმეს, და ნაკლებად სკანდალური დატვირთა მივცეთ ამ ამბებს. ორი კვირა გვესმოდა ის ბრალდება, რომ ბინძური პოლიტიკოსები ხელს აფათურებდნენ ცუდად. ესე იგი ყველა პოლიტიკოსი  ბინძურები ვართ და ხელს ვაფათურებთ, ასე არ შეიძლება. ვისაც არ ეზარება, დაიწყო ლაფის სროლა პარლამენტის მიმართ. არც ერთ ბესელიას, არც ერთ კობახიძეს და არც ერთ უსუფაშვილს, არც ერთ ვინმე სხვა გვარს არც ერთი ადამიანი არ ჩაუსვია იმ სიაში და არც ერთი ადამიანი არ ამოუღია იმ სიიდან. ლევან მამალაძე გამოდგა სადღაციდან და ამბობს, რომ უსუფაშვილმა თუ ხიდაშელმა ამომიღეს იმ სიიდანო. სამწუხაროდ, არ მოსულა ჩემამდე ეგ თემა, თორემ, რა თქმა უნდა, ვეტყოდი, რომ ამოსაღებია. მინდა ვუთხრა ყველას, რომ იქ არც ერთ-ერთ ადამიანს არ ჰქონდა გადაწყვეტილების მიღების უფლება. საუბარია, რომ იქ ბესელიამ მიაწერა სამი გვარი, კობახიძემ ამოშალა 4, უსუფაშვილმა კი ის ჩაიდინა. ცოტა სერიოზულად მივუდგეთ საქმეს, თუ სერიოზულ საქმეზე ვსმჯელობთ”, – ამბობს დავით უსუფაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი