ახალი ამბებირეკლამა

ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდი“ და „დანკინ დონატსი“ იმპორტს ქართული პროდუქტებით ანაცვლებს

22 დეკემბერი, 2015 • 2601
ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდი“ და „დანკინ დონატსი“ იმპორტს ქართული პროდუქტებით ანაცვლებს

„ვისოლ ჯგუფმა“ 21 დეკემბერს მსოფლიოში ყველაზე დიდ „ვენდის“ ამერიკულ რესტორნში, სადაც „დანკინ დონატსის“ რესტორანიცაა განთავსებული, „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის პრეზენტაცია გამართა.

 

ამერიკული რესტორნების ქსელი „ვენდი“ და „დანკინ დონატსი“ იმპორტს ქართული პროდუქტებით ანაცვლებს და „სმარტთან“, „მარშესთან“, „პურის სამყაროსთან“, „მილკოსა“ და „ბადაგთან“ თანამშრომლობით ერთგულ მომხმარებელს ახლა უკვე ქართული პროდუქტებით დამზადებულ  ყოველდღიურად ახალ, მაღალი ხარისხის, უგემრიელეს კერძებს სთავაზობს.

 

„ეროვნული წარმოების წახალისება, უსაფრთხო პროდუქტები, ჯანსაღი კვების პოპულარიზაცია  და საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა „ვისოლ ჯგუფის“ სტრატეგიული მიზანია. სწორედ ამიტომაც ხდება სუპერმარკეტ „სმარტში“ გაუყინავი, ყოველდღიურად ახალი ქართული  ხორცის, ქართული ყველის და რძის პროდუქტების, ქართული ნატურალური ხილისა და ბოსტნეულის მრავალსახეობის შეთავაზება ჩვენი ერთგული მომხმარებლისთვის. პროექტის „შეიძინე ქართულის“ ფარგლებში კი ჩვენ საქართველოს ყველა რეგიონს ვსტუმრობთ და სეზონური ნატურალური ხილისა თუ ბოსტნეულის ადგილობრივი გლეხებისა და მცირე მეწარმეებისგან შესყიდვასა და „სმარტში“ არაკომერციულ ფასად რეალიზაციას ვახდენთ. „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში კი „ვენდისა“ და „დანკინ დონატსის“ იმპორტს სრულად ქართული პროდუქტებით ვანაცვლებთ, რაც ნიშნავს იმას, რომ  ჩვენს მომხმარებლებს ქართული, ყოველდღიურად ახალი, უმაღლესი ხარისხის, ინგრედიენტებით დამზადეულ უგემრიელეს კერძებს და დესერტებს ვთავაზობთ.  ეროვნული წარმოების ხელშეწყობით ვისოლ ჯგუფს საკუთარი წვლილი შეაქვს ქართული ეკონომიკის განვითარებაში“,- აცხადებს „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

სოსო ფხაკაძე, „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი

სოსო ფხაკაძე, „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი

ვენდისამერიკული რესტორნების ქსელის განვითარებავისოლ ჯგუფმა“ 2013 წელს დაიწყო და დღესვენდისრესტორნები თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ვაკეში, სამების ტაძრის გვერდით, საბურთალოზე, ცინცაძის ქუჩა #37-ში და აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, გორსა და წყნეთში მდებარეობს.

 

დანკინ დონატსიამერიკის ერთერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის 65 წელია წარმატების ისტორიას ქმნის მთელს მსოფლიოში.  „დანკინ დონატსიმსოფლიოს 40 ქვეყანაშია წარმოდგენილი. „დანკინ დონატსისრესტორნებში მომხმარებელს საშუალება აქვს დააგემოვნოს უგემრიელესი სენდვიჩების დიდი ასორტიმენტი, ფუნთუშეული, ცივი და ცხელი სასმელები,  უმაღლესი ხარისხის ესპრესო, კაპუჩინო, ლატე, ჩაი და კოლატას პროდუქტები, მაფინები და კრუასანების გამოყენებით შექმნილი სხვადასხვა კერძები და მრავალფეროვანი დონატები.  

მასალების გადაბეჭდვის წესი