ახალი ამბები

ნეტგაზეთის რეპორტიორს ბავშვთა საკითხების საუკეთესოდ გაშუქებისათვის ქარტიის პრიზი გადაეცა

20 დეკემბერი, 2015 • 2001
ნეტგაზეთის რეპორტიორს ბავშვთა საკითხების საუკეთესოდ გაშუქებისათვის ქარტიის პრიზი გადაეცა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის წევრთა მე-7 სხდომაზე 2015 წლის ქარტიის პრიზის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. გამარჯვებულებს შორის ნეტგაზეთის რეპორტიორი ნინო კახიშვილიცაა.

ნომინაციაში საუკეთესო სტატია გაიმარჯვა ზურა ვარდიაშვილმა [ლიბერალი], ნომინაციაში საუკეთესო ვიდეორეპორტაჟი გაიმარჯვა სალომე ცეცხლაძემ [სტუდია მონიტორი], საუკეთესო ჟურნალისტური გამოძიება – ცქრიალა შერმადინი [სტუდია მონიტორი], საუკეთესო რადიორეპორტაჟი – ეკა ქევანიშვილი [რადიო თავისუფლება], ბავშვთა საკითხების საუკეთესოდ გაშუქება – ნინო კახიშვილი [ნეტგაზეთი].

ნინო კახიშვილმა ნომინაციაში გაიმარჯვა სტატიისთვის: “რას ასწავლით შვილებს”. ბავშვთა საკითხები ქარტიის და UNICEF-ის მიერ ერთობლივად დაფუძნებული ნომინაციაა.

ნინო კახიშვილი

ნინო კახიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.