ახალი ამბები

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამი ახალი წევრი შეემატა

21 დეკემბერი, 2019 • 1990
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამი ახალი წევრი შეემატა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის 9-წევრიან საბჭოს სამი ახალი წევრი ყავს. ქარტიის საბჭო ყოველწლიურად სამი წევრით ახლდება.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 2019 წელს 10 წლის გახდა. საიუბილეო ღონისძიებაზე, დღეს, 21 დეკემბერს, საბჭოში სამი ახალი წევრი აირჩიეს:

  • ზვიად ქორიძე;
  • ნინა ხელაძე, ჟურნალისტიკის რესურსცენტრი;
  • ნათია ზოიძე, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილე.

ქარტიის საბჭოს შემადგენლობაში ასევე შედიან ჟურნალისტები: ირმა ზოიძე, კამილა მამედოვა, გელა მთივლიშვილი, ნანა ბიგანიშვილი, მაია მერკვილაძე, ლიკა ზაკაშვილი.

საბჭოს ახალმა შემადგენლობამ საბჭოს თავმჯდომარედ კვლავ ერთი წლის ვადით სტუდია “მონიტორის” რედაქტორი ნანა ბიგანიშვილი აირჩია.

რაც შეეხება ქარტიის აღმასრულებელ დირექტორს, ამ პოზიციას 2019 წლის 1 ნოემბრიდან ჟურნალისტი გიორგი მგელაძე იკავებს.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ხელმომწერი საქართველოში მოქმედი 300-ზე მეტი ჟურნალისტია.

“გამოიძიე!” – ათობით ჟურნალისტმა პარლამენტთან ჟურნალისტებზე ძალადობა გააპროტესტა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი