საზოგადოება

“ქარტიის პრიზი 2023”-ის გამარჯვებულები ნეტგაზეთის ჟურნალისტები, სოფო აფრიამაშვილი და ბუთა ორჯონიკიძე გახდნენ

9 დეკემბერი, 2023 • 903
“ქარტიის პრიზი 2023”-ის გამარჯვებულები ნეტგაზეთის ჟურნალისტები, სოფო აფრიამაშვილი და ბუთა ორჯონიკიძე გახდნენ

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრიზის 2023 წლის გამარჯვებულები 7 კატეგორიაში გამოვლინდნენ. დაჯილდოების ღონისძიება დღეს, 9 დეკემბერს გაიმართა.

“ქარტიის პრიზი 2023”-ს ორ კატეგორიაში გამარჯვება “ნეტგაზეთის” ჟურნალისტებმა მოიპოვეს. კერძოდ, ადგილობრივი პრობლემების საუკეთესო გაშუქებაში პრიზი გადაეცა  სოფო აფრიამაშვილს, ხოლო ბლოგი/მოსაზრება ონლაინ მედიაში გაიმარჯვა ბუთა ორჯონიკიძემ.

ამასთან, კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ:

  • გელა მთივლიშვილი, მთის ამბები —სიღრმისეული ან საგამოძიებო ნამუშევარი
  • მარიამ მუმლაძე, ჩაიხანა — ფოტო/ფოტორეპორტაჟი ონლაინ ან ბეჭდურ მედიაში
  • ლანა კოკაია, რადიო თავისუფლება — სტატია/მულტიმედია სტატია ონლაინ მედიაში
  • თენგიზ გოგოტიშვილი, გიორგი დულარიძე, ნინო ნაკაშიძე, ნიკოლოზ ვაწაძე, ეკა სარია, მთავარი არხი — ხალხის რჩეული
  • ეკა ქევანიშვილი, რადიო თავისუფლება — ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქება

პირველ ექვს კატეგორიაში კონკურსი გამოცხადებული იყო USAID მედია პროგრამის მხარდაჭერით, ხოლო ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქების კატეგორიაში პრიზი გაიცა გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან თანამშრომლობით.

გარდა დაჯილდოებისა, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ დღეს საბჭოს სხდომა ჩაატარა, სადაც საბჭოს თავმჯდომარედ “სტუდია მონიტორის” რედაქტორი ნანა ბიგანიშვილი აირჩიეს, ამასთან საბჭოში აირჩიეს “მთის ამბების” რედაქტორი გელა მთივლიშვილი და “ჩემი ხარაგაულის” ჟურნალისტი ნინო კაპანაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი