ახალი ამბები

,,მაესტროს’’ დირექტორი ბაჩო კიკაბიძე გახდა

11 იანვარი, 2011 • • 937
,,მაესტროს’’ დირექტორი ბაჩო კიკაბიძე გახდა

დღეს ტელეკომპანია მაესტროს გენერალურ დირექტორად მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი ბაჩო კიკაბიძე დაინიშნა. კიკაბიძემ ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა, რომ  დირექტორის თანამდებობაზე მისი დანიშვნა მაესტროს მმართველი კომპანიის ,,რუსთავის მედიის მართვის კომპანიისა’’ და მაესტროს დამფუძნებლების შეთანხმებული გადაწყვეტილებაა.

მაესტროს ახალი დირექტორი ამბობს, რომ ტელეკომპანია ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას და მმართველ კომპანისა და მაესტროს შორის არსებული ვალდებულებები შესრულდება.

ტელეკომპანია მაესტროს დირექტორის თანამდებობაზე ორი ადამიანი იყო წარდგენილი, კიკაბიძე ნეტგაზეთთან საუბრისას არ აკონკრეტებს ამ ადამიანის სახელსა და გვარს, მაგრამ ამბობს, რომ ეს ადამიანი მაესტროს ერთ–ერთი დამფუძნებელია.

,,მე ვიყავი ადრე ამ თანამდებობაზე, ეს ჩემთვის პირველი არ არის, ვარ ტელეკომპანიის ერთ-ერთი თანადამფუძნებელი, ვარ ყველაფრის საქმის კურსში’’, – ამბობს კიკაბიძე.

ტელეკომპანიის ყოფილმა დირექტორმა კახა ბექაურმა თანამდებობა გასული წლის დეკემბერში მას შემდეგ დატოვა, რაც, მისი თქმით, მმართველი კომპანიის ხელმძღვანელმა ეროსი კიწმარიშვილმა მას ტელეკომპანიაში საკუთარი პარტიის ინტერესების გატარება მოსთხოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი