ახალი ამბები

ჯონდი ბაღათურია: ,,დევნილთა განსახლების პროცესი კანონდარღვევით წარიმართა’’

10 იანვარი, 2011 • • 984
ჯონდი ბაღათურია: ,,დევნილთა განსახლების პროცესი კანონდარღვევით წარიმართა’’

პარლამენტის წევრის, “ქართული დასის” ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, პარტიის ექსპერტებმა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა განსახლების პროცესის მონიტორინგი ჩაატარეს. ბაღათურიას თქმით, მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა გარკვეული კანონდარღვევები.

დეპუტატის განცხადებით, მონიტორინგის მასალები პროკურატურას გადაეცემა შესასწავლად.

დღევანდელ ბრიფინგზე ჯონდი ბაღათურიამ ანტიკრიზისულ საბჭოში შემავალი პარტიების ხელმძღვანელების სახელით სპეციალური განცხადებით მიმართა დავით ბაქრაძეს. განცხადებაში ბაღათურია ბაქრაძეს მოუწოდებს,  რომ ანტიკრიზისული საბჭოს საგანგებო სხდომაზე კოორდინაცია გაუწიოს ამ პროცესს.

დეპუტატის განცხადებით, საგანგებო სხდომაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი კობა სუბელიანია მოწვეული.

მასალების გადაბეჭდვის წესი