ახალი ამბები

რეგიონებში საოჯახო ტიპის 25-მდე ბავშვთა სახლი მოეწყობა

10 იანვარი, 2011 • • 1235
რეგიონებში საოჯახო ტიპის 25-მდე ბავშვთა სახლი მოეწყობა

მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების ფუნქციონირების მიზნით, შესასყიდი ობიექტების (შენობა-ნაგებობები) შესარჩევ კონკურსზე საკონკურსო დოკუმენტაციის მიღების ვადა ხვალ იწურება.

კონკურსი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 28 დეკემბერს გამოაცხადა.

კონკურსის პირობებით, შესასყიდი ობიექტი უნდა მდებარეობდეს შემდეგ ქალაქებსა და მუნიციპატიტეტებში: მესტია, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ზუგდიდი, ბათუმი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური, ჭიათურა, ტყიბული, საჩხერე, წყალტუბო, ქუთაისი, სამტრედია, ზესტაფონი, თერჯოლა, ხაშური, გორი, ქარელი, ასპინძა, ახალციხე, ლაგოდეხი, თელავი, ყვარელი, გურჯაანი.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სსიპ ,,სოციალური მომსახურების სააგენტოს” შესაბამის ტერიტორიულ ორგანოებში უნდა წარადგინოს საკონკურსო განაცხადი; მესაკუთრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა; შესასყიდი ობიექტის არანაკლებ 8 ფოტოსურათი; შენობის არქიტექტურული ნახაზი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი