თბილისი 2016 წლის 1-5 ივლისს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სხდომას უმასპინძლებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ღონისძიებაში 57 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია და 700-მდე პოლიტიკოსი მიიღებს მონაწილეობას.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, აღნიშნული ღონისძიება პოლიტიკური დონისა და მასშტაბის გათვალისწინებით უპრეცედენტოა. შესაბამისად, მთავრობა და პარლამენტი ღონისძიების მაღალ დონეზე ჩასატარებლად ეფექტურად და კოორდინირებულად ითანამშრომლებენ.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *